გამორთეთ ტელევიზორები! 4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს. მისი გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.

„ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე. არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან! ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება“,- აღნიშნავს ლაშა ტყეშელაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი