“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთხის წევრები სენაკის პოლიციაში არიან გადაყვანილი.
ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ დარცმელიძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ფოთში ახალგაზრდული ფრთის წევრები ალექსი ადამია და მიხეილ ლუხავა დააკავეს, რომლებიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სენაკის პოლიციაში გადაიყვანეს.
“ცალკ-ცალკე აკავებენ ბიჭებს, იმიტომ რომ დაგვაშინონ, თუმცა არაფრის არ გვეშინია. ეს არის ბიძნური წინასაარჩევნო კამპანია. ბიჭები გდმოიყვანეს სენაკის პოლიციაში. როდესაც მათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე კანონიერი უფლებით თქვეს უარი, გამოუშვეს, თუმცა 5 წუთშ გამოვარდნენ პოლიციელები და ისევ დააკავეს. დაკავების ოქმი არ ჰქონიათ, გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. მათთან ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ბასილაიაა, რომელიც ადვოკატირებას უწევს”, – განაცხადა დარცმელიძემ.
ბექა ბასილაიას თქმით კი, ისინი სენაკის პოლიციას არ ენდობიან და სურთ ალტერნატიული ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდეთ დაკავებულებს.
იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა მუხლით არიან დაკავებული ადამია და ლუხავა, “Newsportal.ge” შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ “ფოთში ორი აალგაზრდა დააკავეს ამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას, ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს და 500 ლარიანი ჯარიმის გადახდას, ან 30 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.