9 ოქტომბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 07:00დან 08:00 საათამდე – აბონენტებს ქ.ზუგდიდში რ. თაბუკაშვილის, დავით აღმაშენებლის, ქირიას, კ. გამსახურდიას, თავისუფლების, ჭყონდიდელის, მ. ჯავახიშვილის, ვაჟა ფშაველას დამიმდებარე ქუჩებს. 11:30დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჩხორია, ტყაია, ჭკადუაში, ნარაზენი, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს.

სენაკი. 11:00დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ეკი, ზანა

ხობი. 12:00დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქვემო ქვალონი, შუა ქვალონი, ქვალონი, ნოჯიხევი.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი