საბერძნეთში, ქართველმა კაცმა ორსული ცოლი სახის არეში დაჭრა. დაკავებულია ახალგაზრდა კაცი, რაც შეეხება ორსულს მას და მის ნაყოფს საფრთხე არ ემუქრებათ. ახალგაზრდა ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოს ექიმების თქმით, მათ აქამდე ოჯახში ძალადობის მსგავსი შემთხვევა არასდროს უნახავთ.
“ის საავადმყოფოში სისხლით დაფარული მივიდა, სახეზე ჩანგლისგან ჭრილობები ჰქონდა. მან თქვა, რომ ეს მისი ქმრის გაკეთებული იყო. თვალები ძალიან სტკიოდა, რადგან ჩანგალი თვალის არეშიც მოხვდა. ის ამჟამად, გინეკოლოგიურ კლინიკაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. რთული სიტუაციაა, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქალმა მხედველობა დაიბრუნოს“, – თქვა საბერძნეთის სახელმწიფო საავადმყოფოების წარმომადგენელმა, მიხალის ჯანანოსმა.