ღარიბაშვილის და კიდევ რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს, – განცხადება პროკურატურაში გააკეთეს.

“სხვადასხვა სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, დღეს, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების ჩხრეკა. ამოღებულია ელექტრომოწყობილებები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე ტარდება საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები”, – თქვეს პროკურატურაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი