21 ოქტომბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

აბაშა.  11:30დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში წყემი, ძიგური, ნორიო, ზანათი, სუჯუნა, ეწერი, ქ.აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევს.

სენაკი. 11:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ნოსირი, ძველი სენაკი,  გეჯეთი, ნოქალაქევი, ქ.სენაკში ელიავას, ჯავახიშვილის, ხურციას, ხუბულავას, კოსტავას, რუსთაველის, ყაზბეგის, წმინდა ნინოს, თავისუფლებისა და მიმდებარე ქუჩებზე.

ზუგდიდი. 11:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში დარჩელი, კახათი, დიდინეძი, ორსანტია, განმუხური, ორულუ, ერგეტა, ქ.ზუგდიდში ქირიას, რ.თაბუკაშვილის, ყაზბეგის, რუსთაველის, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი