ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 25-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. დეპუტატებმა იგი ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს.
თავმჯდომარის მოადგილეებად „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრები მაია დოლბაია, სანდრო ქუშაშვილი და ზურაბ ბერაია აირჩიეს. მათ 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა.

