პირველ დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პირველ დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში .

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ინგირი, კორცხელი, ბაში, ზედაეწერი, ნაცატუ , ნარაზენი, ხეცერა და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში რუსთაველის, თამარ მეფის, ივერიელის და მიმდებარე ქუჩებს. 10:00დან 18:30საათამდე ქ.ზუგდიდში ბარამიას, გამასხურდიას, ჟორდაიას, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს ცაიში, ჭითაწყარი,ონარია და მიმდებარე სოფლებს.

ფოთი. 10:30დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ჭავჭავაძის, 9 აპრილის ხეივანს, ილიას, ფალიაშვილის, სამეგრელოს, კლდიაშვილის, აღმაშენებლის, თავდადებულის, მამუკა კაცაძისა და მიმდებარე ქუჩებს, კუნძულ კოლუმბარს, აგრარულ ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი