18 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, ურთა, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 13:00საათამდე – აბონენტებს ქ.ზუგდიდში ბუკიას, თამარ მეფის, რუსთაველის, ქიაჩელის და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ჭავჭავაძის, მზარელუას, ფიროსმანის, რუსთავის, კოსტავას, ბარათაშვილის, გურიის, გამსახურდიას, აღმაშენებლის, თამარ მეფისა და მიმდებარე ქუჩებს, კუნძულ კოლუმბარს და მალთაყვის დასახლებას, აგრარულ ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას.

წალენჯიხა: 11:00დან 19:0საათამდე – აბონენტებს ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის, გამსახურდიას, მიქავას, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს.

ხობი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭალადიდი, შუა ხორგა, ახალისოფელი.

ჩხოროწყუ. 12:00დან 15:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნაფიჩხოვო, ლეწურწუმე, ქვედა ჩხოროწყუ, მუხური და მიმდებარე სოფლებს, ქ.ჩხოროწყუში მშვიდობის, გობეჩიას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭავჭავაძის, გამსახურდიას, ზუგდიდის, ნაჭყებიას, კოსტავას, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ლეწურწუმეს.

მარტვილი. 15:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში კიწია, გურძემი, დიდიჭყონი, სალხინო და მიმდებარე სოფლებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი