27, 28 და 29 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27,28 და 29 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ზუგდიდში – 27 დეკემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორულუს, თორსას, ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებს. 28 დეკემბერს – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორულუს, თორსას, ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებს. 29 დეკემბერს – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: თამარ მეფის, ქუჯის, ხელაიას, რუსთაველის, ფაზისის, პუშკინისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 27 დეკემბერს – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გეგიძის,შავი ზღვისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე 9 აპრილის ხეივანს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი