ჩხოროწყუში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი