23 იანვარს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 11:00დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ინგირი, ჭითაწყარი, ქ.ზუგდიდში ერისთავის, კრილოვის, აღმაშენებლის, ესებუას და მიმდებარე ქუჩებს. 14:50დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს ჩხორია, ტყაია, ჭკადუაში და მიმდებარე ქუჩებს, ქ.ზუგდიდში გამარჯვების, გამსახურდიას, თავისუფლების, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუ. 11:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ზუმი, ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ, მუხური,ხაბუმე  და მიმდებარე სოფლებს.

სენაკი. 13:00დან 15:00 საათამდე -აბონენტებს ქ.სენაკში რუსთაველის, კანკიას, ხოფერიას, არჩაიას, ხორავას და მიმდებარე ქუჩებს. 15:00დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  მშვიდობის, ღვინჯილიას, დედის, სანაიას, ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 14:30დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს  ჭანტურიას, ფარნავაზ მეფის, აგრაგულ ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას, გურიის და მიმდებარე ქუჩებს. და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი