თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს დებატებით სარგებლობის უფლება.

„რა დებატებზე საუბრობს მაფიოზი ივანიშვილის მთავარი ვეზირი, როდესაც მთავარი ოპონენტი, რომელსაც ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს, ციხეში ვყავარ გამომწყვდეული და “სასამართლოზე” დამსწრეებსაც კი წააშლევინეს ჩემი ყველა ფოტო.

თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში!

მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, სასამართლოდან ჩართვებიც კი აკრძალეს”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლკ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი