გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ხობი. 11:00დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭალადიდი, შუა ხორგა, ქარიატა, ყულევი, გაღმა შუა ხორგა, ახალი სოფელი. 16:05დან 17:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნოჯიხევი, ბია, ჭალადიდი და მიმდებარე სოფლებს, ხობში ჭალადიდელის, გუბაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთი. 16:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ბესიკის, ნინოშვილის, აკაკის, ნუცუბიძის, კოლხეთისა და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა. 12:00დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებს საჩინო, ჩქვალერი, ნარუგუ, ჯგალი, ჯვარი.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

