5 თებერვალს სამეგრელოში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 09:30დან 18:30საათამდე – აბონენტებს ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, ხორავას, მექაღალდის, ჯანაშიას, კიევისა და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს კორცხელი, ლია, ჩხორია, ზედაეწერი. 12:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში რუხი, ოდიში, ნარაზენი, ახალსოფელი, ოირემე და მიმდებარე სოფლებს.

ჩხოროწყუ. 12:00დან  18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ზუმი, მუხური, თაია, ხაბუმე 

სენაკი. 17:00დან  19:00საათამდე -აბონენტებს ქ.სენაკში რუსთაველის,  ჭავჭავაძის,  არსენას, კლდიაშვილის, შპს ცენტრალურ ბაზრს და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშა. 11:00დან  17:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ქოლობანი, მარანი, ტყვირი, ძველი აბაშა და მიმდებარე სოფლებს, ქ.აბაშაში აკაკის და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი