პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოზე იყო დიდი ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციებისთვის, რასაც ვერ გავაკეთებდით.
“თავის დროზე, საქართველოს მიმართ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც კი ჩაიწერა ეს ყველაფერი. ჩვენგან პირდაპირ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაშინ, როდესაც რუსეთს ვერავითარ ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა ასეთი თეორიული სანქციები. ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ამას ითხოვდნენ ჩვენგან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და თავის დროზე ამერიკული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

