ზუგდიდში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დღეს გაჩნდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი