მისი ოჯახისგან რაღაც დასჭირდათ – სააკაშვილი ბუსა ჟვანიაზე გამოცხადებულ ძებნაზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ოჯახისგან “რაღაც დასჭირდათ”.

“ელისო კილაძე წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, მაგრამ არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივში!

ესაა მორიგი რეპრესირებული ჟურნალისტი, ეტყობა დიქტატურის მსახურებს რაღაცაში შეუშალა ხელი, თან ახლა ფარცხალაძეს აბამენ ყველას, სტალინის დროს ტროცკის რომ აბამდნენ ეგ ამბავია.

რაც შეეხება სხვა “საქმეებს” ეს არის ივანიშვილის მიერ ქუჩაზე კონტროლის მოპოვების ინსტრუმენტი.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას წინააღმდეგ 5 წლის დაგვიანებით აღძრულ საქმეს, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ზურას შვილი სამწუხაროდ მართლა მოკრიმინალო ელემენტია, მაგრამ ყველაფერი რაც ივანიშვილის დროს ჟვანიას სახელის გარშემო ხდება არის ბინძური პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელი და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ. ახლა გამოაცხადეს ძებნაში და არა 2021-ში, ე.ი. მისი ოჯახისგან რაღაც დასჭირდათ სწორედ ახლა.

ისე მგონი ვეღარც ამჩნევთ, რომ ქვეყანაში ყველა ნიუსი დაჭერების ირგვლივ ხდება, ყველაფერი ერთი დადგმის ნაწილია. იმდენი ჩირქი დაგროვდა, რომ ეს ფურუნკული ძალიან მალე უნდა გასკდეს”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი