გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ზუგდიდი. 10:20დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ნარაზენი, ახალსოფელი, კახათი, ინგირი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩას.
ფოთი. 10:20დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს გურიის, გამსახურდიას, ჭავჭავაძის, მაჩაბელის, 9 აპრილის ხეივანს, გეგიძისა და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლესიჭინე, ფოცხო, ქვედა ჩხოროწყუ.
წალენჯიხა.12:00დან 19:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ეწერი, ობუჯი, ნაკიფუ, ლია და მიმდებარე სოფლებს, ასევე, წალენჯიხაში ზუგდიდის, გაგარინის, ადამიას და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ზანა, ხორში.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

