გიორგი მარგველაშვილი შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტს ეწვია

საქართველს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც ,,რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.

გიორგი მარგველაშივილი რეგიონში პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტი გუშინ მომავლის ბანაკის დამსვენებლებს ანაკლიაში შეხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი