სენაკში ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

სენაკში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. 70 წლამდე მამაკაცმა, რომელიც შენობაში დარაჯად მუშაობდა, გამოსვლა ვერ მოასწრო.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი