სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დედაქალაქის მსგავსად, 5 თეთრით იზრდება.
უფრო კონკრეტულად, რეგიონებში „ეპ ჯორჯია“ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.707 თეთრიდან 23.707 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე გაიზრდება.

