3 აპრილს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებითშ ეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ინგირი, ნარაზენი, კოლხიდა, კორცხელი, აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებს, ზუგდიდში აღმაშენებლის და ჭავჭვაძის ქუჩებზე.

სენაკი11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ეკი, უშაფათი,ლეძაძამე, ფოცხო, მენჯი და მიმდებარე სოფლებს, სენაკში რუსთაველის, ბარათაშვილის, გამსახურდიას, რუსთავის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუ. 11:00დან 15:00საათამდე  -აბონენტებს სოფლებში ლესიჭინე, ფოცხო, ქვედა ჩხოროწყუ, ლეწურწუმე.

მარტვილი.11:30დან 18:00საათამდე -აბონენტებს სოფლებში გაჭედილი, ბალდა, ინჩხური, დიდიჭყონი, სალხინო, ჭყონი, ქვაითი.

წალენჯიხა. 13:00დან 16:00საათამდე -აბონენტებს წალენჯიხაში თამარ მეფის, გამსახურდიას, კოსტავას, შეროზიას, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი