ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართნია სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზუგდიდის გამგებლიბისთვის ოპოზიციური ფლანგიდან იბრძოლებს.
დღევანდელ ბრიფინგზე სართანიამ მმართველი გუნდის დატოვების მიზეზებიც განმარტა.
“ქართული ოცნება” დაშორდა ხალხს, ის “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს და ზონდერებს ასაქმებს და ეს ჩემთვის მიუღებელია. დავტოვე მმართველი პარტია და ავირჩიე “პატრიოტთა ალიანსი”, პოლიტიკური ძალა, რომელიც უკომპრომისოდ იბრძვის სამართლიანობისთვის და არასოდეს შევა კოჰაბიტაციაში სააკაშვილის ნარჩენებთან“, – განაცხადა სართნიამ.
მისივე თქმით, სწორედ “პატრიოტთა ალიანსიდან” იბრძოლებს გამგებლობისთვის და გამარჯვებაში დარწმუნებულია.