ოკუპირებულ გალში 4 წლის ბავშვს ხურდა ფული გადასცდა – მცირეწლოვანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “გურია ნიუსი” წერს, ბავშვი თავდაპირველად ზუგდიდის კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო ის მაშინვე ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, მცირეწლოვანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

