სეს-მა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინა.
არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ. წ. (მის: ჩხოროწყუ, სოფ. ლეწურწუმე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, სასაკლაოს გვერდის ავლით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კლავდა საქონელს.
ადგილზე დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი.
ფიზიკური პირი დაჯარიმდა და აეკრძალა საქმიანობა სავალდებულო აღიარების, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სასაკლაოს მიმართ არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.
ცნობისთვის, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველის ხორცი შეიცავს მაღალ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

