საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა.
„ოპოზიციის მორიგი ე.წ. გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერმა.

