სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანის გამო დააკავეს

სუსი ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი