4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულებს სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც არ გაითვალისწინეს.

“ამ ადამიანებს მთელი თვე ჰქონდათ კამპანია, რას აპირებდნენ. ამაზე ღიად საუბრობდნენ. 4 ოქტომბერს კი პროცესის განხორციელება დაიწყეს. მივარდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, შეცვივდნენ ეზოში და ა.შ. შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს. მაშინ ყველას მოვუწოდებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, მაგრამ ამ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, გეგმა, მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. კანონის წინაშე ყველას პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი