ერთხელ, ერთმა ტირანმა, დაატყვევა უდანაშაულო ადამიანი, ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო, მან კი ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა – ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების“ შესახებ – ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხიშტარია პატიმრების შეწყალების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.

ელენე ხოშტარიას შეფასებას პარტია „დროა“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა.

ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების“ შესახებ.

ის მართლა ტირანი მაინც იყო…“, – წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დღეს განაცხადა, რომ სინანული და ჩადენილი დანაშაულის მონანიება იქნება მთავარი, რის შემდეგაც მათი დამოკიდებულება შეიცვლება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პატიმრების შეწყალება, პრეზიდენტის პრეროგატივაა და შესაძლოა მან შეწყალებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი