ოპოზიციას შანსი არ აქვს, წარმატებას მიაღწიოს ქართველ ხალხთან – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ქართველ ხალხთან.

„გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისევე როგორც დაიშალა აქამდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი? ამ ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ გარე პატრონებზე. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი