აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი წარჩინებული იყო სააკაშვილ – მდინარაძე

საქართველოს ვიცე-პრემიეროს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის თქმით, “მიხეილ სააკაშვილი დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს”.

„სააკაშვილი ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ აქვს იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი. ეს გამოხდომები მხოლოდ ამას ემსახურება. არ უნდა დავიჯეროთ, რის დაჯერებასაც ცდილობენ, რომ შიდა გადანაწილებაა ოპოზიციურ ველზე. ეს ყველაფერი მოჩვენებითია, მსგავსი არაფერი ხდება. პიროვნული მომენტები იქნება, საკუთარი ეგო განსაკუთრებული ამბიციის მქონე აგენტებს სძალავთ ხოლმე, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასა და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან, ეს უნდა გავაცნობიეროთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი