გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოდიშს, კორცხელს, ანაკლიას, ცაიშს, განმუხურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე აღმაშენებლის, თავისუფლების, გამსახურდიას, რაფავასადა მიმდებარე ქუჩებს.
აბაშაში – 10:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მაიდანს, სამიქაოს, სეფიეთსა და ნორიოს.
სენაკში – 10:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ გეჯეთს. ქ.სენაკში ქუჩებს: მშვიდობის, ჭყონდიდელის, კოლხეთის, კანკიასადა მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში- 11:30-დან 21:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გორგასლის, კლდიაშვილის, ასათიანის, დიდგორისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხობში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხეთას, ხამისქურს, გურიფულსა და მიმდებარე სოფლებს.
ჩხოროწყუში – 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლესიჭინეს, ზუმსა და ქვედა ჩხოროწყუს.
მარტვილში – 11:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ ინჩხურს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მიქავას, კანთს, ჯგალს, ჯვარსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

