პირველი უცხო ენის, ინგლისური ენის სწავლება სკოლებში პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში.
„ინგლისური არ დაიწყება პირველი კლასიდან, მაგრამ ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში, სადაც გაიზარდა ინგლისური ენის საათი”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ქართულენოვან სკოლებში, ინგლისური ენის სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება.

