საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” განადგურებული აგენტურაა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი საერთო არ აქვს.
„ამ ადამიანებს არც რევოლუციის და არც არეულობის მოწყობა არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დავალებას ყოველ თვეს იღებენ და შემდეგ მის შესრულებაზე ყველაფრის ფასად ოცნებობენ, ვხედავთ, რომ მძიმედ ამთავრებენ. ეს განადგურებული და დამთავრებული აგენტურა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი საერთო არ აქვს, წარსულია, ციხეშია გამოკეტილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

