8 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 8 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რუხს, რიყეს, ჩხორიასა და მიმდებარე სოფლებს.

სენაკში – 11:15-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალსოფელს, ძველ სენაკს, ზანასა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 11:50-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ბარათაშვილის, კოლხეთის, ნინოშვილის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუში – 11:00-დან 17:05 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაფიჩხოვოს, ხაბუმეს, კირცხს, თაიასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: გამსახურდიას, ჭავჭავაძის, გობეჩიასა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ობუჯს, ნაკიფუს, ნაცატუსა და მიმდებარე სოფლებს.

აბაშაში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მაიდანს, გეზათს, სეფიეთსა და მიმდებარე სოფლებს.

მესტიაში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხაიშს, ლახამს, ციცხვარს, ცხუმარსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი