10 სექტემბერს სამეგრელოს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 09:40-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რუხს, რიყეს, ცაიშს, ჭითაწყარსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: გამარჯვების, თაბუკაშვილის, რუსთაველის, თავისუფლებისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხორშს, ძველ სენაკს, კოტიანეთს, ახალსოფელსა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ბარათაშვილის, მშვიდობის, ნინოშვილის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშაში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მაიდანს, სეფიეთს, ქოლობანს, თყვირსა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილში – 11:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ტალერს, სალხინოს, ჭყონს, მუხურჩასა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხამისქურს, ხეთას, ახალ ხიბულას, საჯიჯაოსა და მიმდებარე სოფლებს.

ჩხოროწყუში – 15:10-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჭავჭავაძის, გამსახურდიას, წურწუმიას, კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი