გარემოს ეროვნული სააგენტო 5 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში, ზოგან – ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

