თბილისში ძლიერი აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 7 ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.

დაშავებულლების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფიში გადაიყვანა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი