ზუგდიდში კიბოს პრევენციის თემაზე კონფერენცია გაიმართა

ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ზუგდიდში კონფერენცია – „კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში“ გაიმართა.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ქალაქ ზუგდიდის მერი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებულ სკრინინგ პროგრამების რეგიონებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, ასევე, ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება.  კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ყურადღების გამახვილება კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებული კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებზე.

კონფერენციის ორგანიზატორებმა ასევე წარმოადგინეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ოჯახის ექიმთა ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებზე“ შედეგები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი