კახი კალაძის ფარული ჩანაწერი ზუგდიდის შტაბში გამართული შეხვედრიდან [Video]


“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალური შტაბის უფროსი კახი კალაძე ზუგდიდში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრების შემდეგ პარტიის ოფისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს, წევრებსა და აქტივს შეხვდა.

“Newsportal.ge”-ს წყარომ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მოგვაწოდა ექსკლუზიური ვიდეო-მასალა ამ შეხვედრიდან, რომელშიც კალაძე ზუგდიდის აქტივს და პარტიის წევრებს სპეციალური განცხადებით მიმართავს და მათ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

“მნიშვნელოვანია ერთი თემა – რაც შეეხება პროვოკაციებს, როგორც გინდათ ისე მიიღეთ, გინ თხოვნად, გინდ მოთხოვნად ცენტრაული შტაბისგან, რომ მაქსიმალურად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავირიდოთ პროვოკაციები და არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს პროვოკაციები ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას იმ კეთილდღეობაზე, რომელიც ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის პერიოდი, როცა ხელკეტებით და ქვებით დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, არ დავუშვებთ, რომ იგივე მეთოდებით ვებრძოლოთ განსხვავებულ აზრს, ჩვენს ოპონენტებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი მეთოდები ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდეს. აბა რისთვის აგვირჩია ხალხმა? სწორედ იმისთვის, რომ ცვლილებები განვახორციელოთ”, – აცხადებს კალაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი