ირაკლი ჩიქოვანი: ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია, ეს ფაქტი ძალიან სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ცემის ფაქტს თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გმობს. ჩიქოვანი ვითარების გასარკვევად ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა, სადაც დაზარალებულები იმყოფებიან.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დაწყებული გამოძიბა. მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირებისა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური ოპონირებისა, ფიზიკური ანგარიშსწორება არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან სწრაფად გამოძიებული. არ შეიძლება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ესეთი რაღაცეები ხდებოდეს, როდესაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია არჩევნებთან და დაკავშირებულია ახალგაზრდებთან. მოვუწოდებ ყველას მიიღონ ზომები, რათა დროზე იქნას ეს ფაქტი გამოძიებული“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ცემეს.  როგორც ერთ-ერთი თვითმხილვევლი მერი შენგელაია განმარტავს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები სოფელ დიდინეძში წინასარჩევნო ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ თავს რამდენიმე შუახნის მამაკაცმაკაცი დაესხა და ახალგაზრდები უმოწყალოდ სცემეს. შენგელაიას განმარტებით თავდამსხმელები ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულრია. ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი სამივე დაზარალებულს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ორი მათგანი სტაციონარში მკურნალობს, ერთი კი ბინაზე გაეწრეა.

„სამი პაციენტია შემოყვანილი სტაციონარში, მათგან ორს აღენიშნება თავის ტვინის შრყევა, ერთს თავის ზედაპირული ტრამვა, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია, ორი მათგანი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარში, ერთი მათგანი გაეწერა ბინაზე“ – განაცხადა მორიგე ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა.

დაზარალებულთაგან, ყველაზე მძიმედ, ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ლიკა დემეტრაძეა, რომელსაც ტავის ტვინის შერყევასთან ერთად, მცირე ამნეზია აქვს და გარკვეული მომენტები არ ახსოვს. დემეტრაძეს კისერზე ორმხრივი ნაჭდევიც აღენიშნება.

საავადმყოფოში მივიდა და დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილზე იმყოფებიან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი