გიზო სართანია “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გიზო სართანია „ქართულ ოცნებას“ საარჩენვო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს და შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

კანდიდატის ინფორმაციით, მის საარჩევნო პლაკატებზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების თავიანთი კანდიდატების პლაკატებს აკრავენ, ასევე მათი პლაკატები გაკრულია საგზაო ნიშნებზე.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ცენტრალური შტაბის უფროსი ლაშა გვასალია კი ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, თავად სართანიას მხარდამჭერები აკეთებენ მსგავს ქმედებებს, რათა შემდეგ ეს მმართველ პარტიას დააბრალონ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი