ყოფილმა პრემიერმ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განცხადება გააკეთა. ივანიშვილის განცხადებით, ხმა ქვეყნის თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას კეთილდღეობას მისცა. მისი თქმით, არცევნებში აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, თუმცა ყველაზე განმსაზღვრელი არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არა ემოციებით და რწმენით, არამედ გონებით აკეთებს არჩევანს.
“რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული?- მე ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გეუბნებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.