ბრიტანეთის ელჩის შეფასებით, არჩევნებში ხალხის აქტიურობაა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

მოხარული ვარ, რომ ბევრი ხალხი მოდის არჩევნებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, – ამის შესახებ ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა გორში #9 საარჩევნო უბანთან განაცხადა.

”ელჩებთან ერთად ვიმყოფები გორში. რამდენიმე საარჩევნო უბანზე უკვე ვიყავი, მოხარული ვარ, რომ ბევრი ხალხი მოდის არჩევნებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს,  ასევე ამერიკის შეერთებული შტატების და ჰოლანდიის ელჩებმა გორში მე-9 საარჩევნო უბანი დაათვალიერეს და არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

დღეს სამი ქვეყნის ასამდე დამკვირვებელი არის მთელი საქართველოს მასშტაბით უბნებზე გადანაწილებული და არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი