მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “NEWSONE”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები საქართველოში, ის არ აპირებს უკრაინის დატოვებას, რადგან მისივე თქმით, მას უკრაინაში დიდი გეგმები აქვს.

„ხალხი ამბობს, აი, საქართველოს არჩევნები, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს და მიშა წავა. სინამდვილეში მე არ მჩვევია ბრძოლის ველიდან გაქცევა. ჩემთვის ეს არის ბრძოლა რეფორმებისთვის, ხალხისთვის. მე უკრაინაში გასტროლიორი არ ვარ. ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო არ არის და მისთვის ბოლომდე ვიბძროლებ. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ მერე არ იყოს გაუგებრობა ამ თემაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი