ჯიხაშკარის საარჩევნო უბანზე დაპირისპირების მონაწილე გიორგი მხეიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასმართლომ, 8 ოქტომბერს, #79 საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ გიორგი მხეიძეს, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე, პროკურორმა, მაია ჯაბუამ არ გამორიცხა, რომ გიორგი მხეიძე თავისუფლების შემთხვევაში მოახდენდა ზეწოლას  მოწმეებზე, ჩაიდენდა ახალ დანაშაულს და ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა მოითხვა.

ბრალდებულის ადვოკატი ჯიტა გულუა კი პროცესზე პროკურორის მოთხოვნას უსაფუძვლო უწოდა და მოსამართლეს აღმკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდება სთხოვა, რაც მოსამრთლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა და  სრულად დაეთანხმა პროკურორის არგუმენტებს.

„მხეიძის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 163-ე მუხლით არის აღძრული, რაც არ არის მძიმე დანაშაული და მივიჩნევთ რომ დღვანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსამართლო, რაც შეეხება გადაწყვეტილების გასაჩივრებას, არ მისაუბრია ჯერ ბრალდებულთან და  ამ საკითხს მასთან ერთად გავივლი აუცილებლად“ – განაცხადა ჯიტა გულუამ.

შეგახესენებთ, რომ დარბევების გამო ჯიხაშკარის #79 და #108 უბნებზე არჩვენები ჩაიშალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი