გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკში საქართველოში სლოვაკეთის საელჩოსა და ზუგდიდის გამგეობის ინიციატივიტა და თანადაფინანსებით სტადიონი გაიხსნა.
სტადიონი სიმბოლურად, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდების მეგობრული მატჩით გაიხსნა. სტადიონის გახსნის ცერემონიალს სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა, სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოში ბესარიონ ქვარცხავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და „Nadacia RZ“-ს ფონდის დირექტორი რენატა ზმაიკოვიჩოვა დაესწრნენ.
კონფლიქტისპირა სოფელში სტადიონის მოსაწყობად სულ 25 ათასი ლარი დაიხარჯა.