ჯიხაშკარის საარჩევნო უბანზე მოხდარი დრბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი მანუჩარ გაბეჩავა დააკავეს, რომელსაც სამხარეო მთავარ სამმართველოში რალი რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს.
ადვოკატ ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, გაბეჩავას ბრალი ედება სსკ-ის 162 და 163-ე მუხლებით გათვაისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მისივე თქმით, გაბეჩავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს.
ადვოკატის ინფორმაციით, გაბეჩავა ბრალს არ აღიარებს.