”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სანდრა ელისაბედ რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. აღნიშნულის შესახებ რულოვსმა ცენტრალურ სარჩევნო კომისიას მიმართა. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, რულვსი დეპუტატობის შეჩერებას ითხოვს.
ყოფილი პირველი ლედი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიის მეორე ნომერია და ის რიგითობის მიხედვით პარლამენტში სიის 28-ე ნომერმა გიორგი ღვინიაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს.
არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში 117 ადგილს მიიღებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27 ადგილს, ხოლო საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 6 ადგილს.